„ლუკოილ-ჯორჯიამ“ ცრუ ინფორმაცია უარყო

Poster

">

">

„ლუკოილ-ჯორჯია“ უარყოფს „ტვ პირველის“ მიერ ჩვენს მისამართზე ჩამოსული ტვირთის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. გაცნობებთ, რომ ფოთის საზღვაო პორტში შემოვიდა გემი, რომელიც დატვირთულია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში წარმოებული დიზელის საწვავით. არც „ლუკოილი“ და არც მისი პროდუქცია არ არის სანქცირებული. ტვირთის წარმოშობა დასტურდება წარმოშობის სერტიფიკატით. წლების განმავლობაში, „ლუკოილ ჯორჯია“-მ დაიმკვიდრა თავი, როგორც „ლუკოილი“-ს ქარხნების მიერ

წარმოებული მაღალი ხარისხის ბენზინისა და დიზელის საწვავის მიმწოდებელმა. ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი, სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის აშკარაა და ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, მათ შორის პოლიტიკური მიზეზების გამო, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის რეპუტაციას.

Always Moving Forward

თეგები

გამოგვყევით