რა ტიპის საბურავი გჭირდებათ?

Poster

">

მაშინ, როდესაც ბაზარზე საბურავების მრავალფეროვანია არჩევანია, შეარჩიო საუკეთესო ალტერნატივია საკმაოდ რთულია. არჩევანი დამოკიდებულია როგორც თქვენი ავტომობილის ტიპზე, ასევე იმ მისიაზე, რომელიც თქვენს ახალ საბურავებს უნდა დააკისროთ. საბურავის ისეთი  ტიპები, როგორიცაა თოვლის საბურავები და ტალახის საბურავები ემსახურება კონკრეტულ მიზანს, ხოლო ყველა რელიეფის და ყველა სეზონის საბურავები, მიესადაგება უმეტეს პირობებს. გაეცანით ქვემოთ თითოეული საბურავის დეტალურ აღწერას და მათი ოპტიმალური გამოყენების მეთოდებს.

 

ყველა სეზონის საბურავები - გთავაზობთ კარგ წევას წვიმაში და მშვიდ და გლუვ მგზავრობას. ყველა სეზონის საბურავები ასევე კარგად იცავს თავს ზედმეტი ცვეთისგან. თუმცა, ერთი მინუსი არის ცუდი პერფორმანსი ჭუჭყსა და თოვლში. ამ შემთხვევისთვის, თქვენ დაგჭირდებათ ტალახის ან თოვლის საბურავები.

თოვლის საბურავები - თუ გზაზე ბევრი თოვლია, თოვლის საბურავები საუკეთესო არჩევანია. ტრადიციული საბურავის რეზინისგან განსხვავებით, რომელიც სიცივეში მკვრივდება, ზამთრის საბურავის რეზინი, ფაქტობრივად, რბილდება, რაც თოვლსა და ყინულში გაუმჯობესებულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ყველა რელიეფის საბურავები - ისინი უზრუნველყოფენ უკეთეს შესრულებას თოვლსა და ჭუჭყზე. თუმცა, არსებობს გარკვეული კომპრომისი, რომელზეც მოგიწევთ წასვლა - ამ ტიპის საბურავი, როგორც წესი, უფრო აგრესიულია და უფრო მიდრეკილია არათანაბარი ცვეთისა და დაჭიმვისკენ.

 

ტალახის საბურავები - თუ მოძრაობთ უგზოო, გაუკვავალ არეალებში, ეს შესაძლოა საუკეთესო აჩევანი იყოს თქვენთვის! ისინი უკეთეს წევას გვთავაზობენ ტალახში და ღრმა თოვლში. არსებობს ორი ძირითადი ნაკლი: ხმა და ხარჯი. ისინი, როგორც წესი, ხმამაღალია გზატკეცილზე და ძვირია, ვიდრე სხვა ტიპის საბურავები, მეტი რეზინის გამოყენებისა და საბურავის ზომის გამო.

იმედია, ამ ინფორმაციით შეიარაღებული, შემდეგ ჯერზე, როცა დაგჭირდებათ საბურავების ახალი ნაკრები, თქვენ გექნებათ წარმოდგენა იმაზე, თუ რა გსურთ, სანამ მაღაზიაში შეხვალთ!

">

Always Moving Forward

თეგები

გამოგვყევით