სიახლეები
„ლუკოილი“ – მეტი, ვიდრე საწვავი
„ლუკოილ-ჯორჯიასა“ და ქართველი მომხმარებლის მეგობრობის ისტორია 19 წელს ითვლის. „ლუკოილი“ ერთ-ერთი პირველი გლობალური ბრენდი იყო, რომელმაც 2000-იანების დასაწყისში, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს, საქართველოს ბაზარზე ინვესტირება დაიწყო. თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა, „ლუკოილის“ ბრენდის ავტოგასამართი სადგურების ქსელმა კი, თითქმის, ყველა რეგიონი მოიცვა. დღეისთვის, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ დროა, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
„ლუკოილის“ ახალი გუნდი - ახალი მიზნები, დიდი გეგმები
მაღალი ხარისხი, მომხმარებლების ნდობა და ბაზრის ლიდერის სტატუსი - სწორედ ეს მიზნები დაისახა 19 წლის წინ შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ და ქართულ ბაზარზე ოპერირება დაიწყო. კომპანია დღემდე მიყვება აღნიშნულ პრინციპებს და წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს ქვეყნის მასშტაბით - ბენზინისა და დიზელის საწვავის წლიური მიწოდება 120 ათას ტონას აღწევს.
„ლუკოილ-ჯორჯია“ დაზარალებულებს პასუხობს
ფიზიკური პირები და კერძო კომპანიები მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან „ლუკოილის“ ბარათებით საწვავს ვეღარ ანაღდებენ, მიუხედავად იმისა, რომ თანხა უკვე გადახდილი აქვთ. როგორც „ლუკოილ-ჯორჯიაში“ განმარტავენ, ამის მიზეზი კომპანია „უნიგრუპთან“ გაწყვეტილი ხელშეკრულებაა, რომელიც მესამე პირებთან ხელშეკრულებას საწვავის გაყიდვაზე უშუალოდ აფორმებდა. "ლუკოილის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ კომპანიას მათ წინაშე მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს დაგროვილი.
ლუკოილის ევროპული ხარისხის სტანდარტები ქართულ ბაზარზე
ლუკოილ ჯორჯია იმ გლობალურ კომპანიათა მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ქართულ ბაზარზე თითქმის 20 წელია ოპერირებენ და მომხმარებლებში დამსახურებულად სარგებლობენ მაღალი ცნობადობითა და სანდოობით.

ლუკოილის პირველი ავტოგასამართი სადგური საქართველოში 2002 წელს გაიხსნა. მას შემდეგ კომპანია მუდმივად ვითარდება, დღეს კი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში 60-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურსა და 500-მდე დასაქმებულს აერთიანებს.
„ლუკოილ ჯორჯიამ“ გაყიდვების განახლებული სისტემა აამოქმედა…
„ლუკოილ ჯორჯიამ“ გაყიდვების განახლებული სისტემა აამოქმედა