კორპორატიული მოხმარების ფასდაკლების ბარათები

შპს ლუკოილ ჯორჯიამ დანერგა განახლებული კორპორატიული საბარათე მომსახურება. ბარათით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირს

განახლებული საბარათე სისტემის უპირატესობები:

თქვენზე მორგებული 15 დან 23 თეთრამდე ფასდაკლების სისტემა ნებისმიერი ტიპის საწვავზე მინიმუმ 50 ლიტრის შენაძენიდან , ხოლო 15 000 ლიტრიდან მოქმედებს ინდივიდუალური ფასდაკლება ნავთობპროდუქტების მოხმარებიდან გამომდინარე.

შეკვეთის გამარტივებული პროცედურა.

შეძენილი საწვავის სწრაფი ასახვა თქვენს კორპორატიულ საბარათე ანგარიშზე და პირადი ვებ-კაბინეტში, სადაც მარტივად შეძლებთ, როგორც ბარათებზე ნავთობპროდუქტების განაწილებას, ასევე ხარჯვის კონტროლს.

ავტომობილის სახელმწიფო ნომრის ემბოსირებისას ბარათზე, დაზღვეული ხართ რომ სხვა ავტომობილი ვერ ისარგებლებს კონკრეტული ბარათით.

ბენეფიტი - 10% იანი ფასდაკლება შპს ლუკოილ ჯორჯიას ავტოგასამართი ქსელის მარკეტებში.

ფასდაკლების განახლებული პირობები


მოცულობა(ლიტრი) ფასდაკლება (თეთრი)
50 ლტ-დან 150 ლტ-მდე 15 თეთრი
151 ლტ-დან 500 ლტ-მდე 17 თეთრი
501 ლტ-დან 1000 ლტ-მდე 19 თეთრი
1001 ლტ-დან 5000 ლტ-მდე 21 თეთრი
5001 ლტ-დან 15000 ლტ-მდე 23 თეთრი
15001 ლიტრიდან ზემოთ ინდივიდუალურად